აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში შპს "მექანიზატორმა" ტექნიკის შეძენის მიზნით 8 ტენდერი გამოაცხადა. ჯამში სახელმწიფო 15 მილიონამდე ლარის ღირებულების ავტოტრანსპორტს შეიძენს. მათ შორისაა, 70 ერთეული თერმული ნისლის შემასხურებელი მანქანა-დანადგარი, 50 ერთეული მაღალი ხეების შესაწამლი მანქანა-დანადგარი და 130 ერთეული სპეციალიზირებული პიკაპი. სატენდერო წინადადებების მიღება უკვე დაიწყო და 24 იანვრს დასრულდება.
სატენდერო პირობებით, ავტოტრანსპორტი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა სახელმწიფოს 31 მარტამდე უნდა მიაწოდონ.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ბიუჯეტით აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის 50 მილიონი ლარია გათვალიწინებული, ტექნიკის შეძენა სწორედ ამ დაფინანსების ფარგლებში მოხდება.