აზიურმა რესტორანმა „უმამიმ“ რადისონ ბლუ ბათუმის სივრცეში დაიდო ბინა. რესტორანი რამდენიმე წელია რადისონ ბლუ ივერიას სტუმრებს იაპონური, ჩინური, ტაილანდური სამზარეულოთი და სამხრეთ აზიის ქვეყნების კერძებით უმასპინძლდება. ახლა კი, ამ გამოცდილების მიღება რადისონ ბლუ ბათუმის მე-19 სართულზე, ბარ-რესტორან „ქლაუდსშია“ შესაძლებელი. ეს არის ადგილი ნამდვილი სუშის მოყვარულებისათვის. ამასთან, აქ დაგხვდებათ იაპონური სასმელების ფართო არჩევანი. როგორ გამოიყურება განსხვავებული და საინტერესო აზიური სივრცე ბათუმში და რას სთავაზობენ მომხმარებლებს?