Home
Category
TV Live Menu

"ბადაგონი" 2017 წელს პროდუქციის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპორტს იწყებს

5846634e78cd8
სალომე მეცხვარიშვილი
06.12.16 11:18
1969
ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია "ბადაგონი" 2017 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპორტს იწყებს - ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ განუცხადა.

მისი თქმით, კომპანია ამერიკის ბაზარზე ეტაპობრივად შევა, 2018-2019 წლებში კი ბაზარზე დამკივდრდება.

გიორგი სალაყაიას ცნობით, ჯერჯერობით რთულია იმაზე საუბარი, რა ოდენობის ღვინო გავა ამერიკის ბაზარზე.

„ჩვენ ამ პერიოდს ველოდით და ვამზადებდით იმ პროდუქტს, რომელიც შევთავაზეთ ქართველ მომხმარებელს. ეს არის გაუ 5 - ახალი ხაზი, ეს არის ახალი ბრენდი. ეს არის 5 ტიპის ღვინო, მათგან არის 2 წითელი, 2 ვარდისფერი და ერთი თეთრი“,-განაცხადა გიორგი სალაყაიამ.

Subscribe to our news

Get the main news of the day