კომპანია "ბადაგონი" ჩინეთთან გაფორმებული ხელშეკულების გადახედვას და ექსპორტის ზრდას რამდენიმე წელში ფიქრობს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი სალაყაია აცხადებს, ამ ეტაპზე გაფორმებული ხელშეკრულებით კომპანია ჩინეთის ბაზარს 5 მილიონ ბოთლს მიაწვდის.
"ამჟამად 5 მილიონი ბოთლი არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ეს უზრუნველყოფს სხვა ბაზრებთან ერთად კომპანიის 100%-ით დატვირთვას. ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად გავამყაროთ ეს რიცხვი, გაზრდაზე უკვე რამდენიმე წლის შემდეგ ალბათ, ვიფიქრებთ",- აცხადებს გიორგი სალაყაია.
მისივე თქმით, ჩინეთთან გაფორმებული ხელშეკრულების 10% უკვე შესრულებულია, მეორე ნაწილის შესრყულება კი 2017 წლიდან იგეგმება.
"შემდეგი წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რამდენადაც ძირითადი ნაწილი პროდუქციისა იქნება გადატვირთული. ვფიქრობ, კონტრაქტი განახლებას აუცილებლად დაექვემდევბარება, გამომდინარე იმ დიდი პრომოუშენიდან, რომელსაც ჩვენ ჩინურ კომპანიასთან ერთად ვახორციელებთ. დღედსღეობით ჩინეთში ფუნქციონირებს ბადაგონის სამი შოუ-რუმი- მაღაზია. 2017 წელს ჩვენს პარტნიორებთან დაგეგმილია 17 ასეთი ცენტრის გახსნა. ვფიქრობთ, ეს ყველაფერი თავის შედეგს გამოიღებს",- აცხადებს გიორგი სალაყაია.