ღვინის კომპანია ბადაგონის დამფუძნებლის გიორგი სალაყაიას განცხადებით, მათ კომპანიაში საგამოძიებო სამსახურის შესვლის შემდეგ, მუშაობა პარალიზებულია, - ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საგამოძიებო სამსახურის განცხადება რომ ისინი კომპანიაში გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის განაცხადის საფუძველზე შევიდნენ უსაფუძვლოა. სალაყაია ასახელებს კონკრეტულ ადამიანებს რომლებიც დაინტერესებულები არიან ბადაგონის ხელში ჩაგდებით.
მისი თქმით ესენი არიან: დავით ბეჟუაშვილი, კახა დამენია და ვლადიმერ ჯანჯღავა.
ბადაგონის დამფუძნებელი ამბობს, რომ დავით ბეჟუაშვილმა ვლადიმერ ჯანჯღავა რომელიც არის რუსეთის მოქალაქე და ძებნილი, გამოიყენა მის წინააღმდეგ ბადაგონის ხელში ჩასაგდებად. ამასთანავე, გიორგი სალაყაია ამბობს რომ ვლადიმერ ჯანჯღავას არანაირი ოფიციალური კავშირი გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედთან არ აქვს. მისივე განმარტებით, 2014 წელს შედგა გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედსა და თავად სალაყაიას შორის შეთანხმება, რომლის შედეგადაც ბადაგონის წილი სრულად გიორგი სალაყაიაზე გადაფორმდა.