Home
Category
TV Live Menu

ბადაგონი: კომპანიის წილთან დაკავშირებით პრეტენზიები ყოფილ დამფუძნებელს აქვს

5a7ac03546ea4
BM.GE
07.02.18 12:58
942
კომპანია „ბადაგონში“ რამოდენიმე საათის წინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა.

კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ bm.ge-ს განუცხადა, რომ მათთვის კომპანიაში საგამოძიებო სამსახურის შესვლის მიზეზი გაუგებარია. როგორც უწყების წარმომადგენლებმა ბადაგონის დამფუძნებელს განუცხადეს, მიზეზი კომპანიის ყოფილი დამფუძნებლის ვლადიმერ ჯანჯღავას განცხადება გახდა, რომელსაც „კომპანიის წილთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვს“. სალაყაიას თქმით, ჯანჯღავა უკვე 4 წელია ბადაგონის დამფუძნებელი აღარ არის და კომპანიას მასთან შეხება ან ვალდებულება აღარ აქვს.

გარდა ამისა გიორგი სალაყაია საგამოძიებო სამსახურის მხრიდან სხვა შესაძლო მიზეზებზეც საუბრობს:

„სამუშაო პროცესი მთლიანად პარალიზებულია, წაიღეს დოკუმენტაცია და პირადი კომპიუტერები. გვაქვს გარკვეული ეჭვები. ჩვენ ვართ ნომერ 1 კომპანია ღვინის ექსპორტის კუთხით. გასულ წელს 7,5 მლნ ბოთლი ღვინო გავიტანეთ ექსპორტზე“, - ამბობს სალაყაია. მისივე თქმით, თუ კონკრეტულად ვის ინტერესებში შედის კომპანიისთვის პრობლემების შექმნა დღეს დანიშნულ პრესკონფერენციაზე განაცხადებს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომპანიაში სამთვრობო უწება შევიდა. მსგავს ფაქტს ადგილი 2006 წელსაც ჰქონდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day