Home
Category
TV Live Menu

"ბადაგონი": რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა რუბლის დასტაბილურებამ გამოიწვია

594cfb6bd28f9
სალომე მეცხვარიშვილი
26.06.17 09:45
876
ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია "ბადაგონის" ხელმძღვანელი გიორგი სალაყაია რუსეთში ღვინის ექსპორტის მკვეთრად ზრდაში პრობლემას ვერ ხედავს.

მისი თქმით, ქართული ღვინის რუსეთში ექსპორტის ზრდა გამოიწვია რუსული რუბლის დასტაბილურებამ, რაც აქამდე ალკოჰოლური სასმელის რეალიზაციას ხელს უშლიდა.
გიორგი სალაყაიას ინფორმაციით, ზოგადად პროცესი დადებითად მიდის, რამდენადაც რუსულ ბაზარზე ექსპორტირებულმა ქართულმა ღვინომ უმსხვილეს ბაზრებს შორის დაიკავა ადგილი და რუსეთში იმპორტირებულ მსოფლიოს 4 უმსხვილეს ბაზარს შორის მოხვდა.

კითხვაზე, არსებობს თუ არა რუსულ ბაზარზე ისევ დამოკიდებულების პრობლემა, მეღვინე ფიქრობს, რომ ამის საფრთხე არ არსებობს, რამდენადაც ქართული კომპანიები უკვე მუშაობენ სხვა ბაზრებზე, როგორიცაა ევროპა, ჩინეთი და ბიზნესის დივერსიფიკაციას აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს N1 საექსპორტო ქვეყანა რუსეთი გახდა. იანვარ-მაისში რუსეთში ექსპორტირებული საქონელი თითქმის 2,5-ჯერ გაიზარდა. თუ შარშან ამავე პერიოდში რუსეთში ექსპორტირებული იყო 66 მიილონ 904 ათასი დოლარის საქონელი, წელს ამ მაჩვენებელმა 151 მილიონ 94 ათასი დოლარი შეადგინა. საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია: ფეროშენადნობები, ღვინოები და მინერალური წყლები.

Subscribe to our news

Get the main news of the day