"ნავთობზე დაბალი ფასები ავნებს ყველას, თუმცა ემრიკისთვის ეს წმინდად პოზიტიური მოვლენაა", - ციტირებს CNBC ბიზნესმენ უორენ ბაფეტის სიტყვებს.
ასევე, ბაფეტმა განაცხადა, რომ აშშ-ს მშპ-ს ნდობა მოკლევადიან პერიოდში არ ღირს. მან 0.5%-იანი ზრდა საეჭვოდ მიიჩნია.
"ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც უნდა დაელოდო ეკონომიკის 0,5%-იან ზრდას, მე ვფიქრობ რომ მშპ-ს ყოველკვარტალური მაჩვენებლები უფრო საეჭვოა, ვიდრე მონაცემები ყოველწლიურ ჭრილში".
შრომის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ში პირველ კვარტალში ეკონომიკა 0,5%-ით გაიზარდა. 2 მაისის მონაცემებით, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 47$-ზე ნაკლებია.