საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ „BAG ახალგაზრდების დასაქმების ფარგლებში“ უფროსკლასელებს უმასპინძლა. შეხვედრის მთავარ თემას პროფესიული არჩევანი წარმოადგენდა. ღონისძიებაზე ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა მოზარდებს პროფესიების საინტერესო ასპექტები გააცნეს და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. გარდა ამისა, ღონისძიების ორგანიზატორებმა ახალგაზრდებს იმ პროფესიების პერსპექტივებზე ისაუბრეს, რომელიც ამჟამად საქართველოში ნაკლებად პოპულარულია. პროექტი BAG ახალგაზრდების დასაქმებისთვის USAID ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. შეხვედრის ორგანიზებაში ასევე ჩართული იყო USAID სამოქალაქო განათლების პროგრამა და მისი პარტნიორები.