Home
Category
TV Live Menu

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბიბლიოთეკის ბაზაზე ინოვაციების ახალი ცენტრი გაიხსნა

57ebc4128c2c9
BM.GE
28.09.16 17:21
1065
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბიბლიოთეკის ბაზაზე ინოვაციების ახალი ცენტრი გაიხსნა.

"ინოვაციის ცენტრის ფორმირება რაიონებში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ის საკმაოდ მრავალპროფილიან მომსახურებას სთავაზობს ადილობრივ მოსახლეობას. ეს ცენტრები ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ მათთვის ძნელადხელმისაწვდომი სერვისებითა და ტექნიკური აღჭურვილობებით. ცენტრების ფორმირება ხდება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ბაზაზე. ცენტრებში არსებული რესურსი საშუალებას მისცემს მოსახლეობას მოახდინონ მათი იდეების გენერირება და აიმაღლონ ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც უკავშრდება ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვას საქართველოში და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა", - განმარტავენ ტექნოლოგიების და ინოვაციების სააგენტოში. 

Subscribe to our news

Get the main news of the day