Home
Category
TV Live Menu

ბაჰრეინის სამეფოს ავიაკომპანია Gulf Air თბილისის აეროპორტში პირდაპირი ავიარეისების შესრულებას დაიწყებს

587348e91cc86
BM.GE
09.01.17 12:25
1071
ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, 2017 წლის 25 ივნისიდან ბაჰრეინის სამეფოს ავიაკომპანია Gulf Air თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყებს პირდაპირი ავიარეისების შესრულებას, ბაჰრეინი-თბილისის მიმართულებით, კვირაში 3 სიხშირით.

ავიაკომპანია Gulf Air-ის დელეგაცია საქართველოს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" მოწვევით, გასული წლის მაისში ეწვია. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები მოეწყო საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის, TAV Georgia-ს ხელმძღვანელობასთან ასევე, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან.

Gulf Air არის ბაჰრეინის სამეფოს ფლაგმანი ავიაკომპანია, რომელიც საავიაციო ბაზარზე 1950 წლიდან ოპერირებს. Gulf Air მსოფლიოს მსხვილი ავიაკომპანიების სიაშია, რომელიც ბაჰრეინის საერთაშორისო აეროპორტიდან, ამჟამად ფრენებს 24 ქვეყნის 43 ქალაქში ახორციელებს, მსოფლიოს 3 კონტინენტზე.

Subscribe to our news

Get the main news of the day