Home
Category
TV Live Menu

ბაია გადაბაძე: გაჩეჩილაძის წილის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

56b9a01525e00
BM.GE
09.02.16 12:13
1424
ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანია "მაესტროს" დირექტორად დარეგისტრირებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრს დღეს მიმართავს. ლევან და გია გაჩეჩილაძეების ადვოკატის ინფორმაციით, პროცედურები სავარაუდოდ დღესვე დასრულდება.
 
არხის მოქმედი დირექტორის, ბაია გადაბაძის განცხადებით, ლევან გაჩეჩილაძე მაესტროს არსებულ შენობაში მუშაობას ვერ შეძლებს. "თუ ექნება შემოჭრის მცდელობა, რასაც გამოვრიცხავ , ამისთვის არსებობს კონტრზომები, მაგრამ იმედი მაქვს ამას არ იზამს“, - განუცხადა "მაესტროს" ბაია გადაბაძემ.

არხის დირექტორის განმარტებით, არსებულ პირობებში არც ის და არც არხის სხვა თანამშრომლები გაჩეჩილაძესთან მუშაობას არ აპირებენ.

"ამ პირობებში, არ ვაპირებთ არც მე და არც სხვა თანამშრომლები, რომ დავემორჩილოთ მას.  გაჩეჩილაძის წილის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას", - განაცხადა გადაბაძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day