Home
Category
TV Live Menu

ბაკალავრის ხარისხი დასაქმების შესაძლებლობას 3-ჯერ ზრდის

5a61fa2fb1eb5
მეგი კავთუაშვილი
19.01.18 18:20
1076
სკოლის განათლებასთან შედარებით, ბაკალავრის ხარისხი დასაქმების შესაძლებლობას თითქმის 3-ჯერ ზრდის, მაგისტრის ხარისხი - 5-ჯერ. რაც შეეხება დოქტორის ხარისხს, "სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის“ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ის არ აღმოჩნდა დასაქმების სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლადი; თუმცა, ფორმალური განათლების დონე არ განსაზღვრავს მაღალი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე სფეროში დასაქმდება ადამიანი თუ ისეთ სამუშაო ადგილზე, რომელსაც უფრო დაბალი საკვალიფიკაციო მოთხოვნები აქვს.

ამავე კვლევაზე დაყრდნობით, დაქირავებით დასაქმებულებს შორის ყველაზე დიდი წილი (58%) უმაღლესი განათლების მქონე სამუშაო ძალაზე მოდის. მას მოსდევს სკოლის განათლების მქონე დასაქმებულების წილი (23%), ხოლო ყველაზე მცირე რაოდენობით პროფესიული განათლების მქონე სამუშაო ძალაა წარმოდგენილი (19%).

უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტების დაბეგრილი ყოველთვიური ანაზღაურება, საშუალოდ, 623 ლარს შეადგენს, სკოლის განათლების შემთხვევაში - 497 ლარს, პროფესიული განათლების შემთხვევაში კი - 375 ლარს.

შესასრულებელი სამუშაოს ტიპის და ანაზღაურების მიუხედავად, დამსაქმებლები უმაღლესი განათლების დიპლომს მასობრივად მოითხოვენ.

Subscribe to our news

Get the main news of the day