Home
Category
TV Live Menu

ბაკურიანის ნაგავსაყრელი დაიხურა

59954a35bb10f
BM.GE
17.08.17 11:47
829
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ქვეყნის მასშტაბით არსებული ნაგავსაყრელების რაოდენობის შემცირებას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, წინასწარი კვლევის საფუძველზე, შემუშავდა არსებული ნაგავსაყრელების დახურვის გეგმა. ამ გეგმის ფარგლებში, კომპანიამ შეაჩერა გარკვეული ნაგავსაყრელების ოპერირება და დაიწყო მათი ეტაპობრივი დახურვა შესაბამისი სტანდარტებით.

ამავე გეგმის გათვალისწინებით დაიხურა ბაკურიანის არსებული ნაგავსაყრელიც, რომელიც ვერ აკმაყოფილებდა ოპერირების ნორმებს. დახურვის სამუშაოების ფარგლებში მოხდა პოლიგონის ზედაპირის რელიეფის ფორმირება, ნარჩენების მოსწორება და საიზოლაციო ფენით გადაფარვა.

ბაკურიანის ნაგავსაყრელის დახურვის პროექტის ღირებულებამ 124 998 ლარი შეადგინა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
ბაკურიანის ნარჩენებს ბორჯომ-ბაკურიანის ნარჩენების გადამტვირთი ახალი სადგური მიიღებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day