Home
Category
TV Live Menu

ბაკურიანის ყინულის სასახლეში კერლინგის, ჰოკეის და საციგურაო მოედნები განთავსდება

58412c853654e
სალომე მეცხვარიშვილი
02.12.16 14:50
1119
ბაკურიანში ყინულის სასახლე აშენდება. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი „ბიზნესკონტრაქტთან“ აცხადებს, რომ კომპლექსის მშენებლობა 2018 წლიდან დაიწყება.

სასახლეში განთავსდება ჰოკეის და საციგურაო მოედანი, ასევე კერლინგის სათამაშო ორი ზოლი.

როგორც ონოფრიშვილი აღნიშნავს, კომპლექსში შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტიპის ღონისძიების, მათ შორის კონცერტების ჩატარება. სასახლე 1000-კაციანი იქნება.
პროექტი დაახლოებით 7 მილიონი ევრო დაჯდება და მის მშენებლობას წელიწად-ნახევარი დასჭირდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day