Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბაკურიანმა სკი კროსში მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლა

BM.GE
01.03.21 09:10
435
გასულ დღეებში ბაკურიანმა სამდღიან, მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლა სკი კროსში. ეს ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გამიართა და რომ არა საქართველოს სათხილამურო ფედერაციის და მთის კურორტების კომპანიის მართლა დაუღალავი შრომა, ნამდვილად ვერ ჩაივლიდა ისეთ უმაღლეს დონეზე, როგორი შაფასებაც დაიმსახურა უცხოელი დელეგატების თუ სპორტსმენების მხრიდან. ამ შაბათ კვირას ჩვენს ქვეყანას 9 ქვეყნის 80 მდე სპორტსმენი სტუმრობდა და სამი დღის განმავლობაში განსაკუთრებულ სანახაობას სთავაზობდა ამ სპორტის მოყვარულებს. 

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის სპოსნორი კომპანია სილნქტია, რომელიც დაარსების დღიდან მხარში უდგას სამთო სპორტის განვითარებას და ის, რომ 2023 წელს, საერტაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით, საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება სათხილამურო ფრისტაილსა და სნოუბორდში, სწორედ კერძო სექტორის და სახელმწიფოს თანამშრომლობის წარმატებულ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს.
მომდებნო კვირაში ბაკურიანში სნოუბორდ კროსის ეტაპი გაიმართება, სადაც 83 უცხოელი სპორტსმენი იასპარეზებს.
 


Subscribe to our news

Get the main news of the day