Home
Category
TV Live Menu

ბაკურიანში ყინულის ახალი მოედანი მოეწყობა

59a969b9d5f0c
BM.GE
03.09.17 11:00
1041
ბაკურიანში ყინულის მოედნის მოსაწყობად წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და კონცეპტუალური პროექტის მოსამზადებლად ინტერესთა გამოხატვაა გამოცხადებული.

საქართველოს მთავრობამ საპროექტო მომსახურების შესყიდვის მიზნით თანხა 11 აგვისტოს გამოყო. ინტერესთა გამოხატვა 25 აგვისტოს დაიწყო და 11 სექტემბერს დასრულდება.

როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, საკონსულტაციო მომსახურება ითვალისწინებს საინჟინრო-საპროექტო მომსახურების გაწევას.

მუნიციპალური განვითარების ფონდი აღნიშნავს, რომ პროექტი უნდა მოიცავდეს ყინულის მოედანს, რომელზეც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სპორტული ღონისძების ჩატარება წლის ნებისმიერ მონაკვეთში.

Subscribe to our news

Get the main news of the day