Home
Category
TV Live Menu

ბალნეოლოგიური კურორტის ტერიტორიაზე შესაძლოა ბრენდული სასტუმრო განთავსდეს

589480bc6afa4
სალომე მეცხვარიშვილი
03.02.17 17:24
1536
ბალნეოლოგური კურორტის ახალი მფლობელი "მეიდან ჯგუფში" შემავალი კომპანია შპს "იალონია", რომელსაც უკვე მზად აქვს გეგმა, რომლითაც ბალნეოლოგიური კურორტის განვითარება უნდა მოხდეს.

ახალი მფლობელები აპირებენ, ცენტრს სამედიცინო-ბალნეოლოგიური პროფილი მუდმივად შეუნარჩუნონ; განავითარონ ტურიზმზე ორიენტირებული SPA მიმართულება; ასევე, ბალნეოლოგიური კურორტის დამსვენებლებისათვის აუცილებელი სანატორიუმის ტიპის სასტუმრო შექმნან, რომელიც მინიმუმ 30 -ნომრიანი იყო.

"მეიდან ჯგუფის" ხელმძღვანელი ქეთევან ხუროძე "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული ადგილზე მსოფლიო ბრენდის სასტუმრო შემოვიდეს.

როგორც კომპანია განმარტავს, ობიექტის შესყიდვაზე ტენდერი და აუქციონი არ ჩატარებულა და კომპანიასა და ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს შორის ხელშეკრულება ურთიერთგაცვლის შესახებ გაფორმდა.

„სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი და ძალზედ ღირებული ქონების ურთიერთგადაცემის სანაცვლოდ, შპს “თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი თბილისი-SPA ჯანმრთელობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი”-ს 100% წილის სანაცვლოდ სახელმწიფოს გადასცა ძალზედ ღირებული 15 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მაღალი სამშენებლო კოეფიციენტითა და კომუნიკაციებით უზრუნველყოფილი. მიუხედავად სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაცემული ძალზედ ღირებული ტერიტორიისა, სახელმწიფომ ფასთა შორის სხვაობა განგვისაზღვრა 2 357 234 ლარით, რასაც ჩვენი კომპანია დათანხმდა“,- აცხადებენ კომპანიაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day