Home
Category
TV Live Menu

ბანკები: გალარების პროცესი შედარებით დაბალი ტემპებით მიმდინარეობს, ვიდრე ველოდით

588f582de496d
BM.GE
30.01.17 19:11
1138
ქართველი ბანკირები გალარების პროგრამაში მოსახლეობის დაბალ აქტივობაზე მიუთითებენ. ბანკების ხელმძღვანელები აღნიშნულ საკითხზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეხვდნენ და ის საკითხები განიხილეს, თუ როგორ შეიძლება მეტი ინფორმაცია მიეწოდოთ მომხმარებლებს გალარების პროგრამასთან დაკავშირებით.

„საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ჭილაძე: გალარების პროცესი შედარებით უფრო დაბალი ტემპებით მიმდინარეობს, ვიდრე ველოდით. ჩვენი მოლოდინი იყო, რომ ამ პროდუქტს ექნებოდა გამოხმაურება, რადგან ვთვლით, რომ მოხმარებლისთვის, რომელსაც სესხი დოლარში აქვს და შემოსავალი ლარში, მისი რისკების დასაზღვევად სესხის გალარება საუკეთესო შემოთავაზებაა. მით უმეტეს შეღავათიანი კურსით, ამიტომ გვგონია, რომ მოთხოვნა არის, მაგრამ ვფიქრობთ, რომ რახან 2 თვიანი ფანჯარაა შეიძლება მომხმარებელი ელოდებოდეს ბოლო მომენტს.

VTB ბანკის პრეზიდენტი არჩილ კონცელიძე: ბანკებში არის პრობლემა, რადგანაც ნაკადები არ არის ისეთი, როგორსაც ველოდებოდით. ზუსტად ამაზე იყო შეხვედრა, როგორ უნდა დავაჩქაროთ ეს პროცესი. მათ შორის ვილაპარაკეთ, თანამშრომლებისთვის მოტივაციის გაზრდაზე, უფრო აქტიურ მარკეტინგულ კამპანიაზე და ა.შ.

TBC ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე: დღეის მონაცემებით 5 მილიონ ლარამდე არის გალარებული, მაგრამ მოგეხსენებათ, იანვარი არ იყო აქტიური თვე და მოლოდინი გვაქვს, რომ თებერვალში გაცილებით მეტი რაოდენობის სესხებს გავალარეთ.

Subscribe to our news

Get the main news of the day