Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბანკები მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე აღარ გადავლენ - ღარიბაშვილი

BM.GE
05.12.22 18:31
164
მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად, 20% იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. „ამით ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვვარაუდობთ 2024 წლიდან. ასევე, მოგების გადასახადს ბანკები გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. საბანკო სექტორთან დაკავშირებით, პრემიერმა კიდევ ერთი სიახლე გაავრცელა, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბანკები აღარ გადადიან მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე. შეეხება თუ არა სიახლე მთლიანად საფინანსო სექტორს, რომელშიც მათ შორის სადაზღვევო სექტორიც შედის, რა განმარტებები გაკეთდა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ?

Subscribe to our news

Get the main news of the day