ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის მურთაზ კიკორიას განცხადებით, თუ ცალსახად აიკრძალება კომერციული ბანკების აქციონერების მიერ ბიზნესების აქტივების ფლობა, ამან შესაძლოა სამუშაო ადგილების შემცირება გამოიწვიოს. როგორც კიკორიამ ბიზნესკონტრაქტს განუცხადა, ეროვნული ბანკი ზედამხედველობას უწევს კოემრციულ ბანკებს და არაპროფილური აქტივები მათგან გამიჯნულია.
"არცერთი ბანკი არ ფლობს მათი სტრუქტურის ქვეშ არაპროფილურ აქტივებს. ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს უფლება რეგულირება და ზედამხეველობა გავუწიოთ საბანკო ჰოლდინგებს, - გვქონდეს ბანკის ზემოთ არსებულ ჯგუფებზე ზედამხედველბა. ჩვენ უნდა გვქონდეს წვდომა ინფორმაციასთან ამ ჯგუფებზე", - განაცხადა კიკორიამ.