Home
Category
TV Live Menu

ბანკების ასოციაცია: "რადიკალურ ეკონომიკურ რეფორმებზე უნდა გადავიდეთ"

5842d31ada8e9
BM.GE
03.12.16 18:13
1107
"ბანკების ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა ცუცქირიძის განცხადებით, დღეს საქართველომ ზედოლარიზირებული ეკონომიკის მოჯადოებული წრე უნდა გაარღვიოს და ამისთვის რადიკალური ნაბიჯები უნდა გადადგას.

„ჩვენთან ეკონომიკა იზრდებოდა იმის ხარჯზე, რომ სავაჭრო ბალანსი ირღვეოდა, ვაჭრობის გეოგრაფიული არეალი იზრდებოდა, ექსპორტი კი მუდმივად იკუმშებოდა, ახალი საექსპორტო ჯგუფების შექმნაზე საუბარი არ იყო. აქედან გამომდინარე საერთაშორისო გრანტებით ბალანსდებოდა, რომელთა მოზიდვაც გარედან ხდებოდა, ან ე.წ. ამ ტიპის ინვესტიციებით. როგორც კი შემცირდა ეს და არ შემოვიდა ამ სტრუქტურამ რყევა დაიწყო. ასეთი სიტუაციაა დღეს.

ეკონომიკა ვერ იტანს, როდესაც ყველაფერი დოლარიზებულია. როდესაც სახელმწიფო ვალზე ვსაუბრობთ, მთავრობის ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან რომ ავიღოთ დაახლოებით 34-35%-ია, მაგრამ ჯამურად რომ ვნახოთ, მთლიანი შიდა პროდუქტი პროგნოზით არის 14.5 მილიარდი. 2.6% რომ დავუმატოთ, რაც გასულ წელს იყო, მე გეტყვით, რომ 15.5 მილიარდია ჯამური ვალი ბანკების და სხვა არა საფინანსო კორპორაციების. ამ ტიპის დოლარიზებულ ტვირთზე უნდა ვმსჯელობდეთ და არა იმაზე, რომ აქციზის გადასახადი მოიმატებს.

თუ ჩვენ გლობალურად არ ვიაზროვნეთ და ეკონომიკურ სტრატეგიებს რადიკალურად არ გადავხედეთ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ზუსტად ეს ფაქტორები ისახება ლარზე და არა მარტო ლარზე, არამედ ბევრი ქვეყნის ვალუტაზე, რომელიც იგივე სპირალში იყო მოქცეული, დღეს მხოლოდ ლარი არ უფასურდება.

ჩემი პოზიციაა, როგორც ეკონომისტის, ჩვენ რადიკალურ ეკონომიკურ რეფორმებზე უნდა გადავიდეთ, ლარიზაცია და ადგილობრივი წარმოების სტიმულირება-განვითარება უნდა დავიწყოთ, სადაც ეს შესაძლებელია. აქ არ არის საუბარი ბოინგების გამოშვებაზე, ელემენტარულ რეინდუსტრალიზაციის პოლიტიკაზეა საუბარი, რომ თუნდაც სასურსათო პროდუქციისთვის ქვეყნიდან წელიწადში 1,5 მილიონი აშშ დოლარი გადიოდეს“,- განაცხადა ცუცქირიძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day