კომერციულმა ბანკებმა 5 171 დოლარი და 5 253 ლარი აგროკრედიტის 11 ბენეფიციარს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ bm.ge-ს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის შესწავლის დროს გამოვლინდა, რომ აგროკრეტის პროექტის მონაწილეებს ბანკებისგან სესხი დადგენილზე მაღალ პროცენტში ჰქონდა. მთავრობის დადგენილებით აგროკრედიტის მოსარგებლე ბენეფიციართა მაქსიმალური წლიური საპროცენტი განაკვეთი, სფეროების მიხედვით 10-იდან 15%-მდეა.
"ხარვეზის გამოსწორების მოთხოვნით სააგენტომ კომერციულ ბანკებს მიმართა და ბენეფიციართა სასარგებლოდ პროცენტებს შორის სხვაობის თანხის ანაზღაურება მოითხოვა. რაც ბანკების მხრიდან რეაგირება მალევე მოყვა და პრობლემა მოგვარდა",-განაცხადეს სააგენტოში.
სესხი დადგენილზე მაღალი პროცენტით 11 ბენეფიციარზე 5 ბანკმა გასცა, მეხორბლეობის, რძის გადამამუშავებელი და მემცენარეობის სფეროში.
სახელმწიფო აუდიტმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს გასულ წელს შეამოწმა და ფინანსური ანგარიში 29 დეკემბერს გამოაქვეყნა.