Home
Category
TV Live Menu

ბანკებმა ყველაზე მეტი სესხი მრეწველობაში, ნაკლები კი განათლების სფეროში გასცეს

5a96602f316c9
მარი როჭიკაშვილი
28.02.18 11:53
815
ეკონომიკური სექტორების მიხედვით, 1 თებერვლის მდგომარეობით, ბანკებს 9 380 მილიონი ლარის სესხი აქვთ გაცემული.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ყველაზე მეტი თანხა 2 553 მილიონი ლარი მრეწველობის სფეროში ჩაიდო რასაც 2 032 მილიონი ლარით ვაჭრობის სფერო მოსდევს. ოპერაციები უძრავი ქონებით ბანკების მიერ 882 მილიონი ლარით დაკრედიტდა. სოფლის მეურნეობის სექტორში 359 მილიონი ლარის სესხია გაცემული, ყველაზე მცირე სესხი განათლების სექტორმა მიიღო. სულ 114 მილიონი ლარი, რაც გაცემული სესხების 1,2%–ია.

Subscribe to our news

Get the main news of the day