Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბანკებს შესაძლოა, სადაზღვევო კომპანიების ფლობა შეეზღუდოთ

BM.GE
29.09.22 16:50
174
ბანკებს შესაძლოა სადაზღვევო კომპანიების ფლობის უფლება შეეზღუდოთ. ეროვნული ბანკი ფინანსური ორგანიზაციების მიერ სადაზღვევო ბაზარზე კონკურენციის შესაძლო შეზღუდვას კვლავ გამოწვევად აფასებს. მარეგულირებელმა პრობლემა კიდევ ერთხელ ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში წამოწია. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის პირველ აპრილს ამოქმედებული ცვლილებებით ბანკებს ევალებათ მომხმარებლებს სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზების დროს სამი ალტერნატივა წარუდგინონ, სებ-ი წერს, რომ დაზღვევის პროდუქტებთან მიმართებით, შეიმჩნევა, გაყიდვების სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით, ბანკების მიერ მოთხოვნების დაცვისგან თავის არიდების ნიშნები. 

სადაზღვევო კომპანიების ნაწილიც ფიქრობს, რომ სადაზღვევო ბაზარზე კონკურენციის შესაძლო შეზღუდვას აქვს ადგილი და ბაზარზე ბანკებთან აფილირებულ მზღვეველები ზრდის ტემპით და მომგებიანობით სხვა კომპანიებს ბევრად უსწრებენ. არის თუ არა რეალური კონკურენციის შეზღუდვის რისკები ბაზარზე? 

სტუმარი: არჩილ მორჩილაძე - „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ დამფუძნებელი;

Subscribe to our news

Get the main news of the day