Home
Category
TV Live Menu

ბანკებში ვადაგადაცილებული სესხები გაიზარდა

59ce23cd9339c
BM.GE
29.09.17 14:42
795
აგვისტოს თვეში, ვადაგადაცილებული სესხები 2.2 მლნ ლარით გაიზარდა და 432.6 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.2 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 39.3 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 57.1 პროცენტს გაუტოლდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სისტემაში საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე მიმდინარე წლის აგვისტოში გაიზარდა 1.3 პროცენტული პუნქტით და 17.4 პროცენტი დაფიქსირდა. უცხოური ვალუტით დენომინირებულ სესხებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა 0.3 პროცენტული პუნქტით და 8.5 პროცენტს შეადგენს, ხოლო ეროვნული ვალუტით გაცემულ კრედიტებზე გაიზარდა 1.6 პროცენტული პუნქტით და წლიური 22.0 პროცენტის დონეზეა. ეროვნული ვალუტით სესხების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთები ფიზიკური პირებისთვის უცვლელია და შეადგენს 26.1 პროცენტს, ხოლო იურიდიული პირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და წლიური 11.8 პროცენტი შეადგინა. უცხოური ვალუტის შემთხვევაში, იურიდიული პირების სესხის საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა 0.4 პროცენტული პუნქტით და წლიური 8.6 პროცენტის დონეზეა, ხოლო ფიზიკური პირების შემთხვევაში, სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 8.1 პროცენტი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში, 2016 წლის აგვისტოსთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთები უცხოური ვალუტით სესხებზე 1.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 8.5 პროცენტი შეადგინა. ხოლო ეროვნული ვალუტით განხორციელებულ დაკრედიტებაზე 2.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 22.0 შეადგინა.

Subscribe to our news

Get the main news of the day