"ჰუალინგ ჯგუფს“, "სოსიეტე ჟენერალსა“ და EBRD-ს შორის შედგა წინასწარი შეთანხმება, „ბანკი რესპუბლიკაში“ "სოსიეტე ჟენერალის“ აქციების საკონტროლო წილის "ჰუალინგ ჯგუფის“ მიერ შესყიდვასთან დაკავშირებით.
გარიგების პირობების მიხედვით, „ჰუალინგ ჯგუფი“ გეგმავს "ბანკ რესპუბლიკასა“ და "ბაზისბანკის“ გაერთიანების გზით უნივერსალური ბანკის ჩამოყალიბებას.
გაერთიანების შემდეგ "ჰუალინგ ჯგუფს“ ექნება ახალი ბანკის აქციათა საკონტროლო პაკეტი და სამეთვალყურეო საბჭოში ხმების უმრავლესობა. გაერთიანების შემდგომ ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი“ იქნება ახალი ბანკის 8%-იანი წილის მფლობელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) იქნება გაერთიანებული ბანკის აქციების მცირე წილის – დაახლოებით 3.9%-ის მფლობელი, ასევე დარჩება სამეთვალყურეო საბჭოს წევრად და საქართველოს საბანკო ბაზრისთვის საიმედო ფინანსურ პარტნიორად.
აღნიშნული გარიგების პროცესში "ჰუალინგ ჯგუფი“ თანამშრომლობს: შანხაის თუჰონგის საინვესტიციო მენეჯმენტის კომპანიასთან („Tuhong International“) – ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველის სახით, KPMG-თან – ფინანსური და საგადასახადო კონსულტანტის სახით და ქართულ იურიდიულ ფირმა „BLF“-თან იურიდიული მრჩეველის სახით.
აღსანიშნავია, რომ გარიგების დასრულებისათვის საჭიროა დამატებითი შესწავლის პროცესის წარმართვა "ბანკ რესპუბლიკასა“ და "ბაზისბანკში“, ასევე დამატებითი მოლაპარაკებები საბოლოო კონტრაქტის პირობებზე და რეგულაციური დასტური საქართველოსა და ჩინეთის კანონმდებლობის შესაბამისად.