Home
Category
TV Live Menu

"ბანკი რესპუბლიკას და ბაზისბანკის გაერთიანებით, ახალი ბანკი ქვეყანაში სიდიდით მესამე იქნება"

577ca8d76c0b3
BM.GE
06.07.16 10:42
1247
ბანკი რესპუბრიკას და ბაზისბანკის გაერთიანებით ბანკების ასოციაცია ქვეყანაში საბანკო სფეროში კონკურენციის გაზრდას და ხარისხის გაუმჯობესებას ელოდება. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა ზურაბ გვასალიამ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, გაერთიანების შემდეგ, ის ბაზარზე სიდიდით მესამე ბანკი გახდება.
 
"გაერთიანება ჯერ არ მომხდარა ეს არის შეთანხმება, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს, საბლოო ჯამში ამ გაერთიანების შემდგომ ის სიდიდით მესამე ბანკი გახდება. ეს პირველ რიგში მისასალმებელია, ესეთი გაერთიანებები ზოგადად კონკურენციას ზრდის ბაზარზე. საკონტროლო პაკეტის მფლობელი ჰუალინგი იქნება. ესეთი ბანკის ჩამოყალიბებით ახლო კონტაქტები დამყარდება მსოფლიოს სიდიდით მეორე გიგანტი ქვეყნის ეკონომიკასთან, ჩინეთთან , რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალზედ მომგებიანია. მსგავსი გაერთიანების წარმატება უახლოეს წარსულში არაერთი გვინახავს. ეს პირველ რიგში კონკურენციას გაზრდის, რაც ხარისხის გაუმჯობესებას და მომხმარებლისთვის უკეთესი პირობების შეთავაზებას ნიშნავს. ამით მთლიანად ქართული საბანკო სისტემა და ეკონომიკა მოგებული დარჩება“, - განაცხადა გვასალიამ.

შეგახსენებთ, რომ "ჰუალინგ ჯგუფს“, "სოსიეტე ჟენერალსა“ და EBRD-ს შორის შედგა წინასწარი შეთანხმება, „ბანკი რესპუბლიკაში“ "სოსიეტე ჟენერალის“ აქციების საკონტროლო წილის "ჰუალინგ ჯგუფის“ მიერ შესყიდვასთან დაკავშირებით.

გარიგების პირობების მიხედვით, „ჰუალინგ ჯგუფი“ გეგმავს "ბანკ რესპუბლიკასა“ და "ბაზისბანკის“ გაერთიანების გზით უნივერსალური ბანკის ჩამოყალიბებას.

გაერთიანების შემდეგ "ჰუალინგ ჯგუფს“ ექნება ახალი ბანკის აქციათა საკონტროლო პაკეტი და სამეთვალყურეო საბჭოში ხმების უმრავლესობა. გაერთიანების შემდგომ ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი“ იქნება ახალი ბანკის 8%-იანი წილის მფლობელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) იქნება გაერთიანებული ბანკის აქციების მცირე წილის – დაახლოებით 3.9%-ის მფლობელი, ასევე დარჩება სამეთვალყურეო საბჭოს წევრად და საქართველოს საბანკო ბაზრისთვის საიმედო ფინანსურ პარტნიორად.

Subscribe to our news

Get the main news of the day