Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბაობაბების საქართველოში ექსპორტზე კენიის პარლამენტმა გამოძიება დაიწყო

BM.GE
12.04.23 10:08
77
კენიის პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის წევრებმა კილიფის ოლქში გასულ წელს ამოთხრილი რვა ბაობაბი დაათვალიერეს. პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, პარლამენტარებმა ბაობაბების ექსპორტის საკითხის მოკვლევა დაიწყეს. 

კენიის პრეზიდენტმა უილიამ რუტომ საქართველოში ბაობაბების ექსპორტი 2022 წლის ნოემბერში სპეციალური განკარგულებით აკრძალა. პარალელურად, შესაბამის უწყებებს საქმის მოკვლევა დაევალათ.რვა ბაობაბის ექსპორტზე თანხმობა საბოლოოდ 2023 წელს, კენიის სატყეო სამსახურის ტყის დაცვითი დეპარტამენტის უფროსმა, იულიუს კამუმ გასცა. 

კენიური მედიის ინფორმაციით, 8 ცალი ბაობაბის საერთო წონა 500,000 კილოგრამს შეადგენს. ბაობაბი ბუნების დაცვის საერთაშორისო გაერთიანების გადაშენების პირას მყოფი მცენარეების სახეობების სიაში არაა შეყვანილი. ამასთანავე, ბაობაბის სპეციალური დაცვის სტატუსს არ განსაზღვრავს არც კენიის კანონმდებლობა. აღნიშნულთან დაკავშირებით კენიის პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის წევრები მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვანია, რათა ბაობაბების სტატუსი კანონით იყოს გამყარებული.