Home
Category
TV Live Menu

ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით გაზის ტრანსპორტირება 2%-ით გაიზარდა

5a61eb13b5b81
BM.GE
19.01.18 17:38
719
2017 წელს ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენის გავლით 7 314.2 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება განხორციელდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო Azerbaycan 24 სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.4% -ით აღემატება. ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენზე მაგისტრალური გაზსადენებიდან ტრანსპორტირებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 33.1% მოდის.

გასულ წელს მთლიანი გაზსადენებით 22.126.2 მილიონი კუბური მეტრი გაზი იქნა ტრანსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 3.6% -ით მეტია.

აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენი, რომელიც ასევე სამხრეთ კავკასიურის სახელით არის ცნობილი, “შაჰდენიზის” საბადოდან აზერბაიჯანული გაზის ექსპორტირების განსახორციელებლად აშენდა. მილსადენი სათავეს ბაქოს ტერმინალთან ახლოს იღებს და საქართველოს ტერიტორიის გავლით თურქეთის ქალაქ ერზრუმში მთავრდება, სადაც მდებარეობს გაზის განმანაწილებელი კვანძი. აღნიშნული მილსადენი 2006 წლის ბოლოდან ამოქმედდა და მისი გავლით ’’შაჰდენიზის“ საბადოდან ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში ხდება

Subscribe to our news

Get the main news of the day