Home
Category
TV Live Menu

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ექსპლუატაციაში, სავარაუდოდ, 2017 წლის დასაწყისში შევა

583e88159a75f
BM.GE
30.11.16 12:02
979
თურქეთი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზის ექსპლუატაციაში შესვლას 2017 წლის დასაწყისში ელოდება. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა აჰმეტ არსლანმა აზერბაიჯანულ გამოცემა Trend.az-ს განუცხადა.

მისი თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. თურქი მინისტრის განცხადებით, პროექტი განსაკუთრებით მნიშველოვანია რეგიონის ქვეყნების ეკონომიკისთვის, რამდენადაც ის შესაძლებლობას იძლევა ევროპა და აზია ერთმანეთთან დააკავშიროს.

„ეს პროექტი მნიშვნელოვანია, რამდენადაც ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას და რეგიონის ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაღრმავებას. ერთი მხრივ, რკინიგზის მეშვეობით ტვირთები აზერბაიჯანიდან ევროპაში მოხვდება და პირიქით. რკინიგზის მეშვეობით ევროპული ქვეყნები ტვირთებს ცენტრალურ აზიასა და ჩინეთში გადაიტანენ“,-განაცხადა თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა.

საბოლოოდ, რკინიგზის მეშვეობით წლიურად 17 მილიონი ტონა ტვირთი იქნება გადატანილი. საწყის ეტაპზე კი ბაქო-თბილისის-ყარსის რკინიგზა ერთ მილიონამდე მგზავრსა და 6,5 ტონა ტვირთს გადაიტანს.

Subscribe to our news

Get the main news of the day