Home
Category
TV Live Menu

"ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ექსპლუატაციისთვის აგვისტოში იქნება მზად"

594a5c3dc2dd6
BM.GE
21.06.17 18:30
867
ბაქო - თბილისის-ყარსის სარკინიგზო ხაზი ექსპლუატაციისთვის აგვისტოში იქნება მზად,- ამის შესახებ თურქეთის კომუნიკაციის მინისტრმა ახმეტ არსლანმა განაცხადა. ინფორმაციას აზერბაიჯანული Trend-ი თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, არსლანმა განაცხადა, რომ სარკინიგზო ხაზის თურქული მონაკვეთი ფაქტობრივად დასრულებულია. მისივე თქმით, პრობლემას ქმნის ის გარემობა, რომ სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა.

მანამდე თურქეთის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით. თურქი მინისტრი აღნიშნავდა, რომ ახალი მარშრუტი ივნისიდან ამოქმედდებოდა.

"საქმის კურსი" აღნიშნულთან დაკავშირებით "საქართველოს რკინიგზას" დაუკავშირდა, თუმცა, პასუხი მათგან მეწყერთან დაკავშირებით არ მიგვიღია.

დაგეგმილია, რომ ახალმა სარკინიგზო ხაზმა საბოლოოდ წელიწადში 17 მილიონი ტონა ტვირთი უნდა გაატაროს.

Subscribe to our news

Get the main news of the day