Home
Category
TV Live Menu

"ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ფუნქციონირებას 2017 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს"

586cf48ee967b
BM.GE
04.01.17 17:10
1145
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ფუნქციონირებას 2017 წლიდან დაიწყებს.

თურქეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, რკინიგზა სრულად დასრულებული 2017 წლის მეორე ნახევრიდან იქნება.

„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტს 2017 წელს დავასრულებთ და ის ოპერირებას წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს“, - განაცხადა მინისტრმა წლის შემაჯამებელ პრეს კონფერენციაზე.

ნავარაუდევია, რომ რკინიგზის მეშვეობით წლიურად 17 მილიონი ტონა ტვირთი იქნება გადატანილი. საწყის ეტაპზე კი ბაქო-თბილისის-ყარსის რკინიგზა ერთ მილიონამდე მგზავრსა და 6,5 ტონა ტვირთს გადაიტანს.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო. აღნიშნული რკინიგზა სამი ქვეყნის - აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე შენდება .

Subscribe to our news

Get the main news of the day