Home
Category
TV Live Menu

"ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე სამუშაოები თბილისის საზღვრის ბოლომდე დასრულებულია"

5957720a7f4e0
BM.GE
01.07.17 14:30
900
"ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე სამუშაოები თბილისის საზღვრის ბოლომდე დასრულებულია",- ამის შესახებ გადაცემა "ანალიტიკაში" "საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კოკა გუნცაძემ განაცხადა.

"წლის ბოლოს იქნება ეს პროექტი დასრულებული. რკინიგზა არ არის ამ პროექტის ოპერატორი. ბაქო-ყარსი ცალკე კომპანიაა, რომელიც ოპერირებს ამ პროექტში. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დასრულებული იქნება პროექტი, ამის შემდეგ გადმოეცემა საქართველოს რკინიგზას საოპერაციოდ.

სამუშაოები თბილისის საზღვრის ბოლომდე დასრულებულია. მიმდინარეობს ბოლო ეტაპი ამ სამუშაოებისა. ჩემი ინფორმაციით, წლის ბოლოს დასრულდება თურქული ნაწილიც",-აცხადებს კოკა გუნცაძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day