ბაქო-თბილისი-ყარსის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის გავლით, პირველი ტვირთი გაიგზავნა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ’’აზერბაიჯანის რკინიგზის“ შვილობილმა კომპანიამ ADY Ekspress გაავრცელა.
abc.az-ის ინფორმაციით, პირველი ტვირთი 82 კონტეინერისგან შედგება.
ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, რკინიგზის ოფიციალური გახსნა მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს არის დაგეგმილი ბაქოში, რომელშიც მონაწილეობას აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტების მიიღებენ.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა 2015 წლის 29 იანვარს გაიარა. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო. აღნიშნული რკინიგზა სამი ქვეყნის - აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე შენდება.