საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“ 123 წლისაა და ის შვეიცარიელმა ჟოან გამპერმა, რამდენიმე შვეიცარიელის, ინგლისელისა და კატალონიელის დახმარებით დააარსა. დროთა განმავლობაში, კლუბი კატალონიის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა და სწორედ აქედან მომდინარეობს მისი დევიზი — „უფრო მეტი, ვიდრე კლუბი“. „ბარსა“ გახდა ესპანეთის პირველი ჩემპიონიც და დღეისათვის ის ესპანეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია ოფიციალური ჯილდოების მიხედვით. მის ანგარიშზეა 65 ტიტული, ესენია: 23-გზის ესპანეთის ჩემპიონობა, 31 ესპანეთის თასი, 11 ესპანეთის სუპერთასი, 4 ევროპის ჩემპიონთა თასი, 4 თასების მფლობელთა თასი, 3 უეფას თასი და 4 უეფა-ს სუპერთასი.
ბარსელონას ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა სახეები და სახელები, იზრდებოდა ტიტულებიც და მიღწევებიც. გამოიარა მძიმე პერიოდები, იყო ფინანსური პრობლემები, წაგებული მატჩები და გაუძლო სამოქალაქო ომსაც. თუმცა მიუხედავად სირთულეებისა ბარსელონა ბილბაოს „ატლეტიკსა“ და მადრიდის „რეალთან“ ერთად იმ 3 გუნდს წარმოადგენს, რომლებსაც „პრიმერა დივიზიონი“ არასოდეს დაუტოვებიათ. ყველაზე ტიტულივანი გუნდის დაარსებისა და განვითარების ისტორიას კი, ტრადიციულად, მარიამ ადამია მოგვიყვება.