ბარიერები ვაჭრობაში - რა გამოწვევებს ხედავს ბიზნესი?
BM.GE
05.07.23 16:40
• 81
ევროკავშირთან ექსპორტის გააქტიურებაზე დღეს ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე მსჯელობენ. ბიზნესისთვის ვაჭრობის ხელშეწყობის ვორქშოპი მიზნად ისახავს პროდუქტის წარმოშობის წესების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას. ვორქშოპის ფარგლებში ექსპერტებმა და ბიზნესის წარმომადგენლებმა საგარეო ვაჭრობის პროცესში არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები განიხილეს.