Home
Category
TV Live Menu

ბარსელონამ ლიონელ მესისთან ხელშეკრულება 2021 წლამდე გაახანგრძლივა

595cd85c39fba
BM.GE
05.07.17 16:14
721
საფეხბურთო კლუბმა ბარსელონა ლიონელ მესისთან ხელშეკრულება 2021 წლამდე გაახანგრძლივა. ფეხბურთელთან ხელშეკრულებას ხელი მომავალ კვირაში მოეწერება.

კლუბი კონტრაქტის დეტალებზე ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა ესპანური მედიის ცნობით, მისი შეწყვეტა 300 მილიონ ევროს გადახდას ითვალისწინებს.
წინა კონტრაქტს ვადა 2018 წლის ივნისში გასდიოდა.

მესი ბარსელონაში 2000 წლიდან თამაშობს, - მაშინ ის 13 წლის იყო და ახაგაზრდულ სასწავლო ცენტრში ირიცხებოდა.

მესის სახელს დღეს 583 ოფიციალურ მატჩში 507 გოლი უკავშირდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day