Home
Category
TV Live Menu

"ბათუმი თაუერში" ახალი სასტუმრო 2017 წლის ზაფხულში გაიხსნება

576e224b2ee6b
დავით ჯალაღონია
25.06.16 10:10
1304
"ბათუმი თაუერში“ ახალი სასტუმრო 2017 წლის ზაფხულში გაიხსნება.

როგორც კომპანია "რედკოს“ პროექტების მენეჯერმა მალხაზ კუნელაურმა განაცხადა, ამ ეტაპზე აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

"ჩვენ უკვე დავასრულეთ სასტუმროს ნაწილის მშენებლობა, ჩართულია დაახლოებით 20-მდე უცხოელი კონსულტანტი, რომელიც მაღალი სტანდარტებით 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტირებას ახორციელებს და ეს სასტუმრო 2017 წლის ზაფხულის სეზონისთვის გვექნება და ვფიქრობ, ბათუმში ერთ–ერთი ყველაზე მაღალი კლასის იქნება“, – აღნიშნა კუნელაურმა.

მისივე განმარტებით, "ბათუმი თაუერში“ 30–წლიანი ოპერირებით "ლე მერიდიანის“ სასტუმროს ბრენდი განთავსდება.

აღნიშნული სამუშაოები „რედკოს“ 35 მლნ აშშ დოლარი უჯდება, თავად "ბათუმი თაუერი“ კი სახელმწიფოსგან 25 მლნ დოლარად შეიძინა.

შეგახსენებთ, რომ „ბათუმი თაუერში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განთავსებას გეგმავდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day