Home
Category
TV Live Menu

ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ფრენებს ყაზახური Skybus შეასრულებს

57657b5d95d17
BM.GE
18.06.16 20:46
1498
ყაზახური ავიაკომპანია Skybus ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით შიდა ავიარეისების განხორციელებას იწყებს. TAV Georgia-ს ცნობით, კომპანია ფრენებს 24 ივნისიდან 27 სექტემბრის ჩათვლით ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს CRJ100 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.
 
ასევე აღსანიშნავია, რომ 2 ივნისიდან, ყაზახურმა ავიაკომპანია SkyBus ჩარტერული რეისების შესრულება, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან, ყაზახეთის რვა ქალაქის მიმართულებით დაიწყო.

Subscribe to our news

Get the main news of the day