Home
Category
TV Live Menu

ბათუმის ბულვარში კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯება

5908706ab3fc1
სალომე მეცხვარიშვილი
02.05.17 16:43
1170
ბათუმის ბულვარში კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯება. ბულვარის ხელმძღვანელის მოადგილე გოჩა მჟავანაძე "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ ბულვარში მოეწყობა დეკორატიული ფილები და მიწისქვეშა კომუნიკაციები. ასევე საფეხმავლო ბილიკებზე მოეწყობა ბაზალტის ბორდიურები, გამოცვლება სანათები და მოხდება ზოოკუთხეში განთავსებული ვოლიერების შეცვლა.

პროექტის ნაწილი ტურისტული სეზონის დაწყებამდე განხორციელდება, მეორე ნაწილი კი შემოდგომაზე.

გოჩა მჟავანაძის ინფორმაციით, კვირის ბოლოს იგეგმება სარწყავი სისტემის მოწყობაზე ტენდერის გამოცხადებაც, რაც ბათუმისთვის უნიკალური პროექტია, რადგან აქამდე არ განხორციელებულა. პროექტი დაახლოებით 10 ჰა ტერიტორიას მოიცავს. მისთვის დამატებით გათვალისწინებულია 105 ათასი ლარი.

Subscribe to our news

Get the main news of the day