ბათუმის მერია ენერგოეფექტურობის მისაღწევად შენობა-ნაგებობების მოდერნიზებას გეგმავს. როგორც ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, საკითხზე ამ ეტაპზე კვლევა მიმდინარეობს. პროექტის დასაფინანსებლად გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (kfw) 300 000 დოლარს გამოყოფს.
"ბანკმა თვითონ ჩაატარა ტენდერი და გამარჯვებული კომპანია გამოავლინა, რომელიც უკვე მუშაობს და გვექნება კონცეფცია, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეთ ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით მუნიციპალურ შენობებთან დაკავშირებით. ასევე, გვექნება წინადადება არსებულ საცხოვრებელ სახლებთან - მე ვამბობ პოსტსაბჭოთა შენობა-ნაგებობებზე, მათ მოდერნიზაციაზე", - განაცხადა ერმაკოვმა.