Home
Category
TV Live Menu

ბათუმის მერია ერთი ელექტროავტობუსის შესაძენად დაახლოებით, 250 000 დოლარს გადაიხდის

578f1d9e17d6d
დავით ჯალაღონია
20.07.16 10:40
1490
ბათუმის მერია ერთი ელექტროავტობუსის შესაძენად დაახლოებით, 250 ათას დოლარს გადაიხდის როგორც ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, ახალი ავტობუსების შესაძენად მერია ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიდან სესხს აიღებს, რაზეც მთავრობისგან ნებართვა უკვე მიღებული აქვს.

"ახალი ავტობუსების ნაწილი იქნება ელექტროტრანსპორტი და ნაწილი - "ევრო 5"-ის სტანდარტის დიზელზე მომუშავე, რადგან ეს არის უფრო ეკოლოგიურად სუფთა და გაუმჯობესებული. პროექტი კარგად მიდის და ბათუმი პირველი ქალაქი იქნება, სადაც ელექტროტრანსპორტი იმოძრავებს. გრანტის მოცულობა დიდია. ახლა ბანკთან ერთად ტექნიკური პირობების დაზუსტება მიმდინარეობს. ამის შემდეგ გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი და გვეყოლება გამარჯვებული კომპანია. ერთი ტრასპორტი 250 000 დოლარამდე ჯდება", - განაცხადა ერმაკოვმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day