Home
Category
TV Live Menu

ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში უსინათლო და შშმ პირებისთვის ხმოვანი სიგნალი დამონტაჟდა

575ef9c0336eb
BM.GE
13.06.16 22:20
1102
სტუდენტური ჯგუფის IT’s OK-ს ინიციატივით და აჭარის რადიოს მხარდაჭერით, მუნიციპალურ ტრანსპორტში #10 ადაპტირებულ ავტობუსში საპილოტე ხმოვანი სიგნალი დამონტაჟდა, რომელიც ქართულ და ინგლისურ ენებზე გაჩერებებსა და ახლომდებარე ღირსშესანიშნავ ადგილებს გამოაცხადებს, ასევე უსინათლო და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გადაადგილებასაც გაუადვილებს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ხმოვანი სიგნალი მგზავრებს მგზავრობის საფასურის გადახდასაც შეახსენებს. პროექტი საპილოტეა და წარმატების შემთხვევაში ჯერ მთელ ხაზზე, ხოლო შემდგომ სხვა მარშრუტებზეც დაინერგება.

Subscribe to our news

Get the main news of the day