ტენდერში წინადადებების მიღება 14 ოქტომბერს დაიწყება და 3 დღეში, 17 ოქტომბერს სრულდება. პროექტის შეზღუდულ ვადაში განხორციელების თანხმობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარიძემ მისცა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოები უნდა დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 320 დღეში.
ამასთან, პრეტენდენტს 2012 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 01 სექტემბრამდე პერიოდში, შესრულებული უნდა ჰქონდეს დღგ-ს ჩათვლით არანაკლებ სამოცი მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები. ამასთან პრეტენდენტს, უკანასკნელი ორი წლის პერიოდში, თითოეულ წელს ცალკცალკე შესრულებული უნდა ჰქონდეს დღგ-ს ჩათვლით არანაკლებ თორმეტი მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები.