Home
Category
TV Live Menu

ბათუმის სანავიგაციო რუკა Google-სა და Tomtom-ის სისტემაში განთავსდება

58de05c0084c8
BM.GE
31.03.17 11:11
1046
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ეროვნული ბათუმში სანავიგაციო სისტემის შექმნის პროექტს ახორციელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას, ეკონომიკური პოტენციალის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურისა და ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას.

საველე სამუშაოების შედეგად მიღებულ გეოგრაფიული მონაცემები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დამუშავდება და მსოფლიო ლიდერი სანავიგაციო კომპანიები (Google, Tomtom)ამ მონაცემებს თავიანთ პროდუქტებში: ელექტრონული რუკების მობილურ და ვებ აპლიკაციებში, ავტომობილების ბორტკომპიუტერებში, და სხვა სანავიგაციო სისტემებში ასახავენ.

"საქართველო პირველია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელიც მსოფლიო წამყვან სანავიგაციო სისტემებთან ქვეყნის სივრცითი ინფორმაციის ინტეგრირებაზე მუშაობს.
ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნა და საქართველოს გეოგრაფიული მონაცემების გლობალურ სანავიგაციო სისტემებში ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმისნაწილია",- აცხადებენ საჯარო რესსტრში.

Subscribe to our news

Get the main news of the day