Home
Category
TV Live Menu

ბათუმის სტადიონის პროექტის განხორციელება მომდევნო ეტაპზე გადადის (ფოტო)

57a3360ad8c9f
BM.GE
04.08.16 16:12
1363
ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის პროექტის განხორციელება მომდევნო ეტაპზე გადადის.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შპს „სტადიონი“ სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა.

შესყიდვის ობიექტი: ქალაქ ბათუმში, მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება:

2 100 000 ლარი
წინადადებების მიღების დასრულება: 16.08.2016

ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადებების მიღების დასრულების შემდეგ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლა განხორციელდება და სატენდერო პირობებთან მისი თავსებადობის შემთხვევაში საზედამხედველო მომსახურების გაწევაზე ხელშეკრულება გაფორმდება.

მომდევნო ეტაპზე, ტენდერში გამარჯვებული ტექნიკური ზედამხედველობის კომპანიის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა მოხდება, რის შემდეგაც მშენებლობისთვის საჭირო პროცედურები დაიწყება.

Subscribe to our news

Get the main news of the day