Home
Category
TV Live Menu

ბათუმში ელექტროავტუბუსების შემოყვანა 2018 წლამდე გადაიდო

595645539f6f5
სალომე მეცხვარიშვილი
30.06.17 17:16
791
ბათუმში ელექტროავტუბუსების შემოყვანა 2018 წლამდე გადაიდო,- ამის შესახებ "საქმის კურსს" შპს "ბათუმის ავტოტრანსპორტის" ხელმძღვანელმა ბიძინა ბიბილეიშვილმა განუცხადა.

"ბათუმის ავტოტრანსპორტი" ავტობუსების შემოყვანის პროექტს EBRD-თან ერთად ახორციელებს. ბიძინა ბიბილეიშვილი ამბობს, რომ ამ დრომდე საბოლოო შეთანმხება მიღწეული არ არის - მიმდინარეობს პირობების, დოკუმენტაციის დაზუსტება, რაც პროექტის გაჭიანურების უმთავრესი მიზეზი გახდა.

"მიმდინარეობს განხილვები, სატენდერო პირობების დაზუსტება. შეიძლება ითქვას, დასკვნით ფაზაშია მოლაპარაკებები",- აცხადებს ბიძინა ბიბილეიშვილი და აღნიშნავს, რომ 10 ერთეული ელექტროავტობუსი ბათუმში 2018 წელს გამოჩნდება.

მანამდე კი "ბათუმის ავტოტრანსპორტი" ასევე EBRD-ის დაფინანსებით 20-დან 25-მდე დიზელზე მომუშავე ავტობუსს შემოიყვანს. ბიძინა ბიბილეიშვილი ამბობს, რომ ახალი ავტობუსები ბათუმში, სავარაუდოდ, შემოდგომაზე გამოჩნდება.

EBRD-მა პროექტისთვის 7 მილიონი ევროს დაბალპროცენტიანი სესხი გამოყო.

Subscribe to our news

Get the main news of the day