Home
Category
TV Live Menu

ბათუმში გარე რეკლამის ბაზრის მოკვლევა დაიწყო

5968aa105aa48
BM.GE
14.07.17 15:20
1192
შპს "ლიბოს" საჩივრის საფუძველზე, კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა დაიწყო, რომელიც ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტს,კერძოდ, გარე რეკლამის განთავსების და ამ ბაზარზე კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის საკითხებს შეეხება.

აღსანიშნავია ის რომ, მომჩივანის მიერ მოპასუხე მხარეებად ასევე განსაზღვრული იყვნენ - გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მფლობელი კომპანია - შპს "აჯადი" და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო. თუმცა, ხსენებულ მოპასუხეებთან მიმართ საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day