Home
Category
TV Live Menu

ბათუმში გმირთა ხეივანში ბრენდული სასტუმროს მშენებლობაში $9 მილიონის ინვესტიცია განხორციელდება

573d5480aa1dd
BM.GE
19.05.16 09:49
1545
ბათუმში გმირთა ხეივანში კომპანია "სახლი ხეივანში" 31 სართულიან მრავალფუნქციურ კომპლექსს ააშენებს, კომპლექსში 104 ნომრიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო განთავსდება. როგორც კომპანიის დირექტორმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა სხვადასხვა ოპერატორებთან მოლაპარაკებები ამ ეტაპზე მიმდინარეოსბ. ასევე მისი თქმით შენობის მეორე სართულზე კაზინო, სავაჭრო და გასართობი ცენტრი განთავსდება, ხოლო დარჩენილი 300 ნომერი საცხოვრებელ ფართებს მოიცავს.

პროექტში არანაკლებ 9 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება; პროექტი 2019 წელს დასრულდება.

კომპანიამ გმირთა ხეივანში მიწის ფართობი პრივატიზების გზით შეიძინა.

Subscribe to our news

Get the main news of the day